ალ-ბაღდადის ვინაობა მოპარული საცვლის მეშვეობით დადასტურდა

ალ-ბაღდადის ვინაობა მოპარული საცვლის მეშვეობით დადასტურდა

ქურთული „სირიის დემოკრატიული ძალების“ აგენტმა „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერის აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის საცვალი მოიპარა. ამის შესახებ დაჯგუფების უფროსმა მრჩეველმა პოლატ კანმა Twitter-ზე დაწერა.

მისი ინფორმაციით, ეს მოკავშირეებს ოპერაციის დაწყებამდე ტერორისტის ვინაობის დადგენაში დაეხმარა.

„ჩვენმა აგენტმა, რომელმაც ალ-ბაღდადისთან კონტაქტში შესვლა შეძლო, მისი საცვალი მოიტანა და დნმ-ის ანალიზის შემდეგ 100%-ით დავრწმუნდით, რომ საუბარი ალ-ბაღდადიზეა“, - წერს კანი.

მან დასძინა, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ ლიკვიდაციის გადაწყვეტილება ერთი თვის წინ მიიღეს, თუმცა პროცესი სირიიდან ამერიკული ჯარის გასვლამ გააჭიანურა. აღსანიშნავია, რომ სოცქსელში კანში ანგარიშის ნამდივლობა ოფიციალურად დადასტურებული არ არის.

27 ოქტომბერს აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დაადასტურა, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერი ალ-ბაღდადი ჩრდილოეთ სირიაში სამხედრო ოპერაციისას მოკლეს.  ტრამპმა ოპერაციაში მონაწილე ძაღლის ფოტოც გამოაქვეყნა.