Reuters: „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერის ცხედარი ზღვაში დამარხეს

Reuters: „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერის ცხედარი ზღვაში დამარხეს

„ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერის აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის ცხედარი ზღვაში დამარხეს. ამის შესახებ თავის გასაიდუმლოებულ წყაროზე დაყრდნობით Reuters-ი წერს.

სააგენტოს ცნობით, დაკრძალვამდე ცხედარს მუსლიმური ტრადიციებით, რელიგიური რიტუალი ჩაუტარდა. ამასთან, წყარო არ აკონკრეტებს სად და როდის დაკრძალეს ალ-ბაღდადი.

27 ოქტომბერს აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დაადასტურა, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერი ალ-ბაღდადი ჩრდილოეთ სირიაში სამხედრო ოპერაციისას მოკლეს.

თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე ამერიკის პრეზიდენტმა თქვა, რომ ალ-ბაღდადიმ თავი აიფეთქა და შედეგად თავისი სამი შვილიც მოკლა. ამასთან ერთად, ტრამპმა ოპერაციაში ხელშეწყობისთვის მადლობა რუსეთს, ერაყს, სირიას, თურქეთსა და ქურთებს გადაუხადა.