ერთ თვის წინ ცნობილი გახდა, რომ ჯგუფი „Foo Fighters”-ის ლიდერმა დეივ გროლმა შემოქმედებითი შვებულება აიღო.
გუშინ ამერიკულმა რადიოსადგურმა „BBC Radio 1“ გაავრცელა ცნობა, რომ დეივ გროლი აქტიურ მუსიკალურ კარიერას კვლავ აგრძელებს და ჯგუფს „Queens of the Stone Age” შეუერთდა.
ამ ჯგუფის ლიდერის ჯოშ ომის განცხადებით, დეივ გროლი მედოლე ჯოი კასტილიოს ადგილს დაიკავებს. ამ უკანასკნელმა სოლო კარიერის დაწყების გადაწყვეტილება მიიღო.
„Queens of the Stone Age”-ს წევრები ამჟამად ახალ სტუდიურ დისკზე მუშაობენ. დეივ გროლი მათ უკვე შეუერთდა და ალბომის ჩაწერაში აქტიურ მონაწილეობას ღებულობს. ეს ნამუშევარი დღის სინათლეს 2013 წლის პირველ ნახევარში იხილავს.