რამდენიმე დღის წინ აშშ-ს თავს ქარიშხალი „სენდი“ დაატყდა. მიუხედავად იმისა, რომ მთავრობა ამ დაუგეგმავ სტიქიურ შემოტევას მომზადებული დაუხვდა, ნიუ - იორკის შტატში 48 ადამიანი გარდაიცვალა, საერთო ზარალმა კი 18 მილიარდ დოლარს მიაღწია.
ორი დღის წინ ამერიკელმა მუსიკოსებმა სპეციალური საქველმოქმედო ღონისძიება გამართეს. ისინი ნიუ - იორკის ერთ-ერთ ტელევიზიაში შეიკრიბნენ და სპეციალური საღამო ჩაატარეს. მისი სახელწოდება „Hurricane Sandy: Coming Together” გახლდათ.
ზემოთდასახელებულ კონცერტში მონაწილეობა სტივენ ტაილერმა, ბრიუს სპრინგსტინმა, კრისტინა აგილერამ, სტინგმა, ჯონ ბონ ჯოვიმ და სხვა ცნობილმა მუსიკოსებმა მიიღეს.
გადაცემა ეთერში ორი დღის წინ გავიდა. ის ერთბაშად რამდენიმე წამყვან ამერიკულ სატელევიზიო არხზე გადაიცემოდა.
საინტერესოა, რომ ამ საქველმოქმედო პროგრამის ორგანიზატორებმა 23 მილიონი დოლარი მოაგროვეს. ეს თანხა მთლიანად, ქარიშხალი „სენდისგან“ დაზარალებულ ოჯახებს გადაეცემა.