ამსტერდამში სროლას მსხვერპლი მოჰყვა

ამსტერდამში სროლას მსხვერპლი მოჰყვა

ამსტერდამში სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.

შემთხვევა ერთ-ერთ იტალიურ რესტორანთან მოხდა. სამართალდამცველებმა თავდამსხმელი ადგილზე დააკავეს.

დანაშაულის მოტივი უცნობია, მსხვერპლი კი რესტორნის თანამშრომელია.