გაერო ირანში არასრულწლოვნების სიკვდილით დასჯას აკრიტიკებს

გაერო ირანში არასრულწლოვნების სიკვდილით დასჯას აკრიტიკებს

გაერო ირანში, თეირანის მთავრობას არასრულწლოვნების მიმართ სასიკვდილო განაჩენის გამოტანის გამო აკრიტიკებს, - ინფორმაციას ამის შესახებ Deutsche Welle ავრცელებს.

ამჟამად , რომელიც ირანში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ საკითხებზე გაეროს ექსპერტი ჯავად რეჰმანი მუშაობს, რომლის თქმით წელს ირანში სიკვდილით 18 წელს მიუღწეველი 2 პირი დასაჯეს. 2018 წელს კი ირანში 7 არასრულწლოვანი მსჯავრდებულის სასიკვდილო განაჩენი მოიყვანეს სისრულეში.

რეჰმანის მტკიცებით ყოვლად დაუშვებელია არასრულწლოვნების მიმართ სასიკვდილო განაჩენის გამოტანა და ეს პრაქტიკა ირანში უნდა დასრულდეს

მიუხედავად იმისა რომ, მსოფლიოში სიკვდილის დასჯის ერთ-ერთი მაღალი მაჩვენებელი ირანში ფიქსირდება, 2018 წლის მონაცემებით სასიკვდილო განაჩენებმა იკლო, რაც ქვეყნის ანტი-ნარკოტიკული კანონის შეცვლას უკავშირდება.