ლავროვმა ჩავუშოღლუსთან სირიის საკითხი განიხილა

ლავროვმა ჩავუშოღლუსთან სირიის საკითხი განიხილა

რუსეთისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა სატელეფონო საუბრისას ორ ქვეყანას შორის სირიის საკითხზე გაფორმებული შეთანხმება განიხილეს.

სერგეი ლავროვმა და მევლუთ ჩავუშოღლუმ მემორანდუმის იმპლემენტაციაზე იმსჯელეს. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ჩრდილოეთ სირიაში ვითარების დასტაბილურებისთვის ნაბიჯების გადადგმას განაგრძობენ.

22 ოქტომბერს, პუტინისა და ერდოღანის მოლაპარაკებები სოჭში ექვს საათს გაგრძელდა. მხარეები შეთანხმდნენ, რომ თურქეთის შეიარაღებული ძალები სირიის იმ ნაწილში დარჩებიან, რომლის დაკავებაც სამხედრო ოპერაციის დაწყებიდან მოასწრეს.

9 ოქტომბერს თურქეთმა სირიაში ოპერაცია „მშვიდობის წყარო“ დაიწყო, თუმცა, ერდოღანის აშშ-ის ვიცეპრეზიდენტთან და სახელმწიფო მდივანთან შეხვედრის შემდეგ თურქეთმა ოპერაცია შეწყვიტა.