სირიელმა ქურთმა ჟენევაში გაეროს შენობის წინ თავის დაწვა სცადა

სირიელმა ქურთმა ჟენევაში გაეროს შენობის წინ თავის დაწვა სცადა

სირიელმა ქურთმა ჟენევაში, გაეროს ლტოლვილების საკითხში უმაღლესი კომისრის ოფისის წინ თავის დაწვა სცადა. ამის შესახებ Deutsche Welle წერს.

გამოცემის ინფორმაციით, 31 წლის კაცმა თავზე საწვავი გადაისხა და შენობაში შეჭრას აპირებდა. დაცვის თანამშრომლებმა ცეცხლის ჩაქრობა მოახერხეს. დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი.

პოლიციაში აცხადებენ, რომ დაშავებულის მდგომარეობა ძალიან მძიმეა, ამიტომ მისი მოტივები ამ ეტაპზე უცნობია. თუმცა სამართალდამცველები ვარაუდობენ, რომ შემთხვევა პოლიტიკურ მოვლენებს უკავშირდება.

9 ოქტომბერს თურქეთმა სირიის ჩრდილოეთითოპერაცია „მშვიდობის წყარო“ დაიწყო, რომლის სამიზნესაც სირიელი ქურთების სამხედრო დაჯგუფებები წარმოადგენდნენ. ოფიციალური ანკარა მათ ტერორისტებად მიიჩნევს. თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის აშშ-ის ვიცეპრეზიდენტთან და სახელმწიფო მდივანთან შეხვედრის შემდეგ თურქეთმა ოპერაცია დროებით შეწყვიტა.