მსოფლიოს ყველაზე სექსუალური ქალაქები დასახელდა

მსოფლიოს ყველაზე სექსუალური ქალაქები დასახელდა

პორტალმა Big 7 Travel-მა მსოფლიოს ყველაზე სექსუალური ქალაქების რეიტინგი გამოაქვეყნა.

სიაში პირველ ადგილს აშშ-ის ქალაქი მაიამი იკავებს, მეორე ადგილზეა საფრანგეთის დედაქალაქი პარიზი, მესამე ადგილზე კი კიდევ ერთი ამერიკული ქალაქი დენვერი მოხვდა.

ათეულში არიან ასევე კოპენჰაგენი, კეიპტაუნი, ციურიხი, კაპ დ'აგდე, დუბლინი, ლივერპული და ლოს-ანჯელესი.

პორტალმა რეიტინგი სოციალურ ქსელებში თავისი გამომწერების გამოკითხვის შედეგად შეადგინა. გარდა ამისა, ამ ქალაქებში სექსით დაკავების სიხშირე და საძიებო სისტემაში სექსთან დაკავშირებული მოთხოვნები გაითვალისწინა.