მოსკოვი ერევანს იარაღის ტენდერის ჩაშლის გამო საპროტესტო ნოტას გაუგზავნის

მოსკოვი ერევანს იარაღის ტენდერის ჩაშლის გამო საპროტესტო ნოტას გაუგზავნის

რუსეთი სომხეთს საპროტესტო ნოტას გაუგზავნის. ამის რუსული მედია წერს.

მოსკოვის უკმაყოფილების მიზეზი იარაღის მიწოდების ტენდერში მონაწილეობაზე რუსული კომპანია ORSIS-ისთვის უარის თქმა გახდა.

როგორც მოსკოვში ირწმუნებიან, სომხურმა მხარემ კომპანია არაკეთილსინდისიერ მიმწოდებელთა სიაში უსაფუძვლოდ შეიყვანა. მოსკოვი სომხეთის თავდაცვის სამინისტროს სიტუაციის დარეგულირებისკენ მოუწოდებს.