ქალი, რომელსაც საქართველო ძლიერ უყვარდა

ქალი, რომელსაც საქართველო ძლიერ უყვარდა

73 წლის ასაკში ცნობული რუსი პოეტი და საქართველოდ დიდი მეგობარი – ბელა ახმადულინა გარდაიცვალა. გულთან დაკავშირებული პრობლემების გამო ბოლო პერიოდში იგი ხშირად ავადმყოფობდა. ჯერ კიდევ ივლისში პოეტის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ექიმებმა განაცხადეს, რომ მისი პრობლემები ასაკს უკავშირდება და ისინი უმწეონი არიან.

შეგახსენებთ, რომ ბელა ახმადულინა საქართველოზე შექმნილი არა ერთი პოეტური შედევრის ავტორია.  "Ни о чем я не жалею, ничего я не хочу - в золотом Свети-Цховели ставлю бедную свечу". სვეტიცხოველი ის ადგილია, სადაც ქრისტიანობას ეზიარა. "სიზმრები საქართველოზე" კი საქართველოს, ქართველი ხალხისა და ქართული ენისადმი განსაკუთრებული მოკრძალებისა და პატივისცემის დასტურია.

რუს პოეტს საქართველო მუდამ ესიზმრებოდა და არც იმის თქმა უჭირდა: “საუკუნეა არ ვყოფილვარ თბილისში, რომელიც ისე მიყვარდა, როგორც არც ერთი ქალაქი დედამიწაზე. „

კლასიკოსს ქართველ ტიტანთა მსგავსად მხოლოდ სახელით – "ბელა"  – მოიხსენიებდენ. ამასთან დაკავშირებით, პოეტზე საუბრისას ერთ-ერთი რუსი ავტორი აღნიშნავს, რომ ისევე, როგორს მის საყვარელ საქართველოში, სახელებით მოიხსენიებენ უდიდეს ტიტანებს, შოთას, გალაკტიონს, ილიას, ვაჟას და სხვებს პირველად რუსეთის პოეზიის ისტორიაში გვარი სახელზე მსუბუქი გახდა.

სხვა რომ არაფერი ეთქვა და დაეწერა საქართველოსა და ქართველებზე, სხვაგვარად რომ არ მოფერებოდა მის თითოეულ კენჭსა თუ მის თავზე საოცრად მოხატულ ვარსკვალავებს, სრულიდ საკმარისი იყო მისი ანთებული თვალები, როდესაც თუნდაც ერთ სიტყვას გაიგებდა: საქართველო - Грузия!

სვეტიცხოველში მონათლული კლასიკოსისთვის ქართული ენისადმი გამორჩეული დამოკიდებულება არაერთხელ დადასტურებულა მის თარგმანებში. თავად პოეტი კი ქართული ენისადმი დამოკიდებულებისას აღნიშნავდა, რომ არც ერთ სხავა ენასთან არ ჰქონია ისეთი ახლო ურთიერთობა როგორიც ქართულთან – "მითარგმნია გალაკტიონი, ტიციან ტაბიძე, სომონ ჩიქოვანი, ირაკლი აბაშიძე, ანა კალანდაძე და სხვები".

ახმადულინა ამბობდა, რომ საქართველო მისთვის არასოდეს ყოფილა "Моя Грузия", და მისთვის მუდამ "Чемо Грузия" იყო.

ghn