ბრაზილიაში მცირე ზომის თვითმფრინავი ქუჩაში ჩამოვარდა

ბრაზილიაში მცირე ზომის თვითმფრინავი ქუჩაში ჩამოვარდა

ბრაზილიაში მცირე ზომის თვითმფრინავის ქუჩაში ჩამოვარდნას სულ მცირე სამი ადამიანი ემსხვერპლა. თვითმფრინავი სამ ავტომობილს დაეჯახა. გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილთა შორის არიან როგორც თვითმფრინავის მგზავრები, ასევე ქუჩაში გამვლელები. 

დაშავებული სამი ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს. სხვადასხვა წყაროები წერენ, რომ პილოტი, სავარაუდოდ, გადარჩა. დაზუსტებული ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება.

ბორტზე სულ 4 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის, 3 მგზავრი და ერთი პილოტი. საფრენი აპარატი სამ ადამიანზე იყო გათვლილი.