ბოლივიაში საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს დემონსტრაციების ფონზე ითვლიან

ბოლივიაში საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს დემონსტრაციების ფონზე ითვლიან

ბოლივიაში საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გამო დემონსტრაციები მიმდინარეობს. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, 20 ოქტომბრის მონაცემებით, როცა ხმათა 83.8% იყო დათვლილი, ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი ევო მორალესი 45.3%-ით ლიდერობდა, მის მთავარ კონკურენტ კარლოს მესას კი ხმა ამომრჩეველთა 38.2%-მა მისცა. ანალიტიკოსები მეორე ტურის აუცილებლობაზე ალაპარაკდნენ, მაგრამ კომისიამ ხმების დათვლა მოულოდნელად შეაჩერა.

მეორე დღეს, უწყების ვებგვერდის განახლების შემდეგ, მორალესის უპირატესობა 10%-მდე გაიზარდა, რამაც მეორე ტურის აუცილებლობა გამორიცხა.

მესამ განაცხადა, რომ შედეგებს არ აღიარებს, კანდიდატების მხარდამჭერებს შორის კი დაპირისპირებები დაიწყო. რეგიონებში დემონსტრანტებმა საარჩევნო კომისიების ოფისებს ცეცხლი წაუკიდეს, ქვეყნის დედაქალაქში კი პოლიციას დაუპირისპირდნენ.

არჩევნები ბოლივიაში 20 ოქტომბერს ჩატარდა.