ქათმის ბულიონი ველური ბრინჯით

ქათმის ბულიონი ველური ბრინჯით

ინგრედიენტები

ქათამი - 1 ცალი

სტაფილო - 1 ცალი

ხახვი - 1 თავი

დაბალცხიმიანი ნაღები - 150 მლ

ბუკე გარნი (სუნელების ნაზავი)

ნიახური - 1-2 ღერი

ველური ბრინჯი - 150 გ

მარილი და წიწაკა - გემოვნებით

ზეითუნის ზეთი - 2 ს/კ

მომზადების წესები

ქათამი კარგად გავრეცხოთ, დავასხათ წყალი ისე, რომ ფარავდეს, დავუმატოთ ბუკე გარნი და მოვხარშოთ კარგად. შემდეგ ქათამი ამოვიღოთ ბულიონიდან და ცალკე გადავდოთ. ბულიონი კი გადავწუროთ თხელ საცერში.

წვრილად დაჭრილი ხახვი და სტაფილო მოვთუშოთ ზეთში, დავუმატოთ წვრილად დაჭრილი ნიახური, შემდეგ დავამატოთ ბრინჯი, მოვურიოთ, რომ შეიწოვოს ცხომი და დავამატოთ ბულიონი ვხარშოთ ერთი 15 წუთი, სანამ ბრინჯი არ მოიხარშება.

ამასობაში, დავანაწევროთ ქათმის ხორცი, მოვაშოროთ  ძვლები და კანი, დავჭრათ სასურველ ნაჭრებად და ჩავდოთ სუპში. იქვე დავამატოთ შემთბარი ნაღები და ვხარშოთ ყველაფერი ერთად დაბალ ცეცხლზე კიდე ერთი 5 წუთი. ბოლოს ვამატებთ მარილს და წიწაკებს.