გერმანიაში საფეხბურთო კლუბ „ფრაიბურგის“ გულშემატკივართა მატარებელს ცეცხლი გაუჩნდა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Berliner Morgenpost-ი ავრცელებს.
მისი ცნობით, შემთხვევა ბერლინის ცენტრში მოხდა. დაშავდა სამი ადამიანი, საერთო ჯამში კი მატარებელში, რომელიც სპეციალურად „ფრაიბურგის“ გულშემატკივრებისთვის იყო გამოყოფილი, 700 ადამიანი იმყოფებოდა.
შემთხვევის ადგილზე სასწრაფო დახმარების 10-ზე მეტი ბრიგადა მუშაობდა. სპეციალისტები ცეცხლის გაჩენის მიზეზს ჯერჯერობით ვერ ასახელებენ, თუმცა ვარაუდობენ, რომ ხანძარი ტექნიკურმა გაუმართაობამ გამოიწვია.
19 ოქტომბერს გერმანული ბუნდესლიგის მე-8 ტურის მატჩში „ფრაიბურგი“ ბერლინის „უნიონს“ ესტუმრა და 0:2 დამარცხდა.