„ბარსელონას“ კაპიტანმა, არგენტინელმა ფორვარდმა ლიონელ მესიმ კატალონიელ კლუბთან უვადო კონტრაქტზე საკუთარი მოსაზრება გამოთქვა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Marca ავრცელებს.
მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ბარსელონა“ მესის უვადო კონტრაქტს შესთავაზებს და არგენტინელი ფეხბურთელი კლუბში იქამდე შეძლებს თამაშს, სანამ თავად ჩათვლის საჭიროდ.
მესის განცხადებით, ის მზად არის „ბარსელონას“ ღირსება კარიერის ბოლომდე დაიცვას, თუმცა არ სურს, რომ ამას მხარეებს კონტრაქტი ავალდებულებდეს.
„მე თამაში და ყველა ტურნირზე გამარჯვება მსურს, მაგრამ არა იმიტომ, რომ ამას კონტრაქტი მავალდებულებს“, - აღნიშნა მესიმ.
რამდენიმე დღის წინ მესიმ „ოქროს ბუცი“ მეექვსედ მოიგო. მანამდე FIFA-მ მესი გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა.