იბრაჰიმოვიჩმა იტალიის ჩემპიონატში დაბრუნების სურვილი გამოთქვა

იბრაჰიმოვიჩმა იტალიის ჩემპიონატში დაბრუნების სურვილი გამოთქვა

„ლოს-ანჯელეს გელაქსის“ შვედმა თავდამსხმელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა იტალიის ჩემპიონატში დაბრუნება არ გამორიცხა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Marca ავრცელებს.

„იტალია ჩემი მეორე სახლია. მე ყველა წინადადებას განვიხილავ, თუმცა მხოლოდ უმაღლესი მიზნებისთვის ბრძოლა მსურს. თუ დავბრუნდები, ჩემპიონობისთვის უნდა ვიბრძოლო“, - განაცხადა 38 წლის ფორვარდმა.

კალიფორნიულ კლუბთან კონტრაქტის ვადა იბრაჰიმოვიჩს მიმდინარე წლის დეკემბერში ეწურება. სერია A-ში ასპარეზობის დროს იბრაჰიმოვიჩი მილანის „ინტერის“, „მილანის“ და ტურინის „იუვენტუსის“ ღირსებას იცავდა. „ინტერთან“ ერთად მან იტალიის ჩემპიონატი სამჯერ, „იუვენტუსთან“ - ორჯერ, „მილანთან“ კი ერთხელ მოიგო, თუმცა ტურინული კლუბის ორივე ჩემპიონობა გარიგებული მატჩების გამო გაუქმდა.