ბრიგადის გენერალი, ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე აცხადებს, რომ ამერიკამ სირიაში სტრატეგიული ინიციატივა დაკარგა. მისი თქმით, აშშ–თურქეთის ურთიერთობები ფსკერზეა, ორთავე მხარე შეეცდება ეს ფსკერი არ ჩაანგრიონ, თუმცა დიდხანს ასე ვერ გასტანს, როცა ერდოღანი და ტრამპი ერთმანეთს მედიის და ინტერნეტის მეშვეობით ელაპარაკებიან, ხოლო პუტინი და ერდოღანი წელიწადში რამდენჯერმე ხვდებიან.
for.ge ამირან სალუქვაძეს ესაუბრა.
საინტერესო პროცესები მიმდინარეობს ჩვენ მეზობელ თურქეთში. თურქეთმა სირიაში სამხედრო ოპერაცია „მშვიდობის წყარო“ 9 ოქტომბერს დაიწყო. თუმცა, დონალდ ტრამპმა სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილიდან ამერიკელი ჯარისკაცები გამოიყვანა. ტრამპის ეს გადაწყვეტილება თურქეთისთვის არის „მწვანე შუქის“ ანთება, როგორი შეფასებაც ამას მიეცა და გაკეთდა ასეთი შეფასებაც, რომ ეს არის მოკავშირე ქურთების ღალატი?
ამირან სალუქვაძე: არ მგონია მწვანე შუქი აენთო. ეს არ შედის ამერიკის ინტერესებში, თან რეპუტაციულად წამგებიანია. უბრალოდ და მარტივად, ამერიკამ სირიაში სტრატეგიული ინიციატივა დაკარგა. სხვა დეტალებს აღარ ჩავუღრმავდები. ამ წლებში ბევრჯერ აღვნიშნე, რომ დასავლეთმა სირია რუსეთს ჩააბარა. ამ ფონზე თურქეთი ცდილობს საკუთარი ინტერესების მაქსიმუმის მიღწევას სირიაში.
ვაშინგტონის მიერ ქურთების მხარდაჭერას ანკარა მის მიმართ მტრულ პოლიტიკად აღიქვამდა. დღეს თურქეთზე ზემოქმედების მწირი ბერკეტებია. ამერიკას შეეძლო სხვაგვარად მოქმედება, მაგრამ რა მიზანი აქვთ დასახული, რომელსაც, შესაძლოა, ჩვენ დღეს ვერ ვხვდებით, მომავალში გამოჩნდება. ქურთები თავს მიტოვებულებად გრძნობენ. შესაძლოა, აშშ ისევ რუსეთმა ჩაანაცვლოს. ვნახოთ.
ამერიკა–თურქეთს შორის ვითარება უკიდურესად დაძაბულია. საკმაოდ ხისტი იყო დონალდ ტრამპის წერილი, სადაც ხაგზასმით წერს – „ნუ იქნები ხისტი და სულელი! შეგვიძლია, კარგი გარიგება დავდოთ. შენ არ გსურს ათასობით ადამიანის სისხლისღვრაზე იყო პასუხისმგებელი, ისევე როგორც მე არ მსურს, თურქეთის ეკონომიკის განადგურებაზე ვიყო პასუხისმგებელი - და მე ვიქნები. ისტორია დაგიფასებს, თუკი ამას სწორად და ჰუმანურად გააკეთებ, მაგრამ შეგრაცხავს სატანად, თუ მოვლენები კარგად არ განვითარდება. ნუ იქნები ხისტი, ნუ იქნები სულელი!“ – წერს ტრამპი, რომელიც ერდოღანმა სანაგვეში გადაისროლა და ამბობს, რომ არ ანაღვლებს არანაირი ეკონომიკური სანქციები. როგორ წარმოგიდგენიათ ამერიკა–თურქეთის პოლიტიკური თანამშრომლობის გაგრძელება?
– დღეს აშშ–თურქეთის ურთიერთობები ფსკერზეა. ორთავე მხარე შეეცდება ეს ფსკერი არ ჩაანგრიონ. როგორ გამოუვათ, საკითხავია. დიდხანს ასე ვერ გასტანს, როცა ერდოღანი და ტრამპი ერთმანეთს მედიის და ინტერნეტის მეშვეობით ელაპარაკებიან, ხოლო პუტინი და ერდოღანი წელიწადში რამდენჯერმე ხვდებიან. რუსეთ–თურქეთის ურთიერთობები არათუ კრიზისამდელ პერიოდს დაუბრუნდა, უფრო მეტად გაღრმავდა და სამხედრო–ტექნიკურ საკითხებშიც კი წარმოუდგენელი გარღვევა აქვთ. ამიტომ, ადრე თუ გვიან, თურქეთს ერთ–ერთის არჩევა მოუწევს: ან ნატოს წევრობა, ან რუსეთთან სტრატეგიული თანამშრომლობა.
ორთავეს შეთავსება შესაძლებელი იქნება, თუ რუსეთი ნატოს წევრი გახდება, რაც ასევე გამორიცხულია. ქურთების მიტოვება და თურქეთთან ურთიერთობების გაფუჭება ცუდი სიგნალი იქნება რეგიონში ამერიკის სხვა მოკავშირეთათვის, კერძოდ საუდის არაბეთისთვის. საუდის არაბეთსა და ეგვიპტეში პუტინის ჩასვლა სახელმწიფო ვიზიტებით, მისი პომპეზურად მიღება მეტყველებს, რომ რუსეთის გააქტიურებისთვის ხელსაყრელი ფონის შექმნას აშშ თავად უწყობს ხელს. ჯერჯერობით ეს ტენდენციაა. რას გადაწყვეტს ხვალ თეთრი სახლი, ამ პროგნოზს, ალბათ, ვერავინ დადებს. მკითხაობა არ მიყვარს. ანალიზი მოზაიკის აწყობაა. ანალიზის გარდა არსებობს ასტროლოგია, რომელიც არ მეხერხება.
თურქეთის სამხედრო ოპერაციას სირიაში, მხარს არ უჭერს ნატო–ს წევრი ქვეყნები. ალიანსის გენერალური მდივანი აცხადებს, რომ შესაძლოა, თურქეთის ოპერაციამ ე.წ ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლაში მიღწეულ წარმატებაზე ნეგატიური გავლენა მოახდინოს. როგორ ფიქრობთ, შეიძლება თურქეთი დადგეს იმ რეალობის წინაშე, რომ გარიცხონ ნატოდან?
– რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ნატოდან რომელიმე ქვეყნის გარიცხვის პროცედურა არ არსებობს. ნატოში პროცედურების გარეშე არაფერი ხდება. არსებობს მხოლოდ გასვლის პროცედურა, როცა ბლოკიდან გასვლის მსურველმა სახელმწიფომ ერთი წლით ადრე უნდა აცნობოს აშშ-ს სურვილის შესახებ, უკანასკნელი კი შეატყობინებს ბლოკის სხვა წევრებს. შესაბამისად, თუ თურქეთის ან სხვა წევრი ქვეყნის გარიცხვის საკითხი დადგა, ჯერ მოუწევთ პროცედურის შემუშავება, რასაც დრო დასჭირდება. მოკლედ „ბრექსიტი–2“ იქნება.
თურქეთში მიმდინარე პროცესები რა გავლენას მოხადენს საქართველო–თურქეთის ურთიერთობაზე? საქართველოში თურქეთის ელჩი საუბრობდა იმაზე, რომ ბოლო 2–3 დღის განმავლობაში საქართველოში თურქეთის საწინააღმდეგო დეზინფორმაციის დიდი ტალღა წამოვიდა და ამ კონტექსტში მან ისაუბრა ყარსის ხელშეკრულებაზე, რომელსაც ვადა 2021 წელს გასდის. ღია პროპაგანდა მიდის იმასთან დაკავშირებით, რომ როგორც კი ხელშეკრულებას ვადა გაუვა, თურქეთი მოინდომებს აჭარის მიტაცებას. მიუხედავად იმისა, რომ თურქეთსა და საქართველოს შორის სახმელეთო და საზღვაო საზღვარი დელიმიტირებული, გავლებული და აღნიშნულია, ეს პროპაგანდა აქტიურად მიდის.
– ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს ორ რამეზე. პირველი, გარე მტრების მიერ შეგნებულად ხდება თემის აჟიტირება ჩვენი ინტერესების და უსაფრთხოების საწინააღმდეგოდ. მეორე, ჩვენი მოქალაქეების, პოლიტიკოსების, ჟურნალისტების და ექსპერტების დიდ ნაწილს არ ესმით რაზე ისაუბრონ ღია სივრცეში და რაზე არა. ვერ ხვდებიან, რომ თემის აჟიტირებით მხოლოდ ქვეყნის წინააღმდეგ მოქედებენ.
ბევრ მათგანს ეს გულუბრყვილოდ მოსდით, ჰგონიათ, რომ მხოლოდ ისინი ფიქრობენ ამაზე და, რადგანაც ამ საკითხზე მთავრობა ხმამაღლა არ საუბრობს, ე.ი. მათ გარედან უნდა ვუკარნახოთ, თან ისეთ ტონალობაში, რომ ჩვენ რა ჭკვიანები ვართ და მთავრობაში უტვინოები სხედან, არაფერზე ფიქრობენ. ჩაუფიქრდნენ ახლა ელჩის ნათქვამს და გაიაზრონ, წამგებიანია თუ მომგებიანი ყარსის თემის წამოწევა და აჟიტირება. საჭირო უწყებები მუშაობენ ამ საკითხზე და თემის ღიად განხილვა შევწყვიტოთ.
რეგიონში მინდინარე პროცესების პარალელურად საინტერესეო იყო გიორგი გახარიას ვიზიტი სომხეთში, სადაც ნიკოლ ფაშინიანმა საქართველოსთან ურთიერთობაში ახალი ტერმინი – სტრატეგიული პარტნიორობა ახსენა. როგორ ფიქრობთ, რას უნდა ნიშნავდეს სოხმეთ–საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა? რამდენად შესაძლებელია სტრატეგიული პარტნიორობა როცა სომხეთი რუსეთის პარტნიორია და საქართველო ნატოში შესვლას ცდილობს?
– ჩვენ ვახერხებთ ერთმამეთში არ ავურიოთ ჩვენი მეზობელი სახელმწიფოების ერთმანეთთან ურთიერთობები ჩვენთან ურთიერთობებს. საქართველო ყოველთვის იყო კავკასიის გასაღები და დამაკავშირებელი. რუსეთის ფაქტორმა ჩვენ ხელი ვერ უნდა შეგვიშალოს მეზობლებთან ურთიერთობებში. რამდენად მიაღწევს ურთიერთობათა დონე სტრატეგიულს, მომავალი გვიჩვენებს.
"პ რ ო რ უ ს უ ლ ი პოლიტიკური ძალების" იმხელა იარლიყები დაჰკიდეს ქოც-ნაცებმა და მათმა სატელიტმა "პოლიტოლოგებმა", მსოფლიოს ყველა კუთხიდან მხოლოდ ეს იარლიყები ჩანს, მათ უკან მდგომი ჭკვიანი პოლიტიკოსები საერთოდ არ ილანდებიან.
სამუელ ბეკეტის პიესაში ვცხოვრობთ. ახლა დეკემბრისთვის ველოდების გოდოს. თუ არ მოვიდა, მერე გაზაფხულისთვის გამოჩნდება. თუ არადა, შემოდგომაზე მაინც.
ამასობაში რუსეთიც დაიშლება, გაქრება პოლიტიკური რუკიდან და, როგორც 18-ში საქართველოს დამოუკიდებლობა შეტენეს მენშევიკებს, ახლა დაკარგულ ტერიტორიებს შემოგვაჩეჩებენ. მთავარია, იმაზე არ მოგვივიდეს შიდა უთანხმოება, ნიკოფსიიდან დარუბანდამდე გვინდა მხოლოდ, თუ კრასნოდარის მხარეც.
(მოკლედ, როგორც იმ ანეკდოტშია:
- იცი, რა ღირს ატომური ბომბი? მილიონები ღირს, თურმე, მილიონები!
- მართლა?.. აუ, ნეტა ერთი ბომბი ჩემს ეზოშიც ჩამოვარდებოდეს!).
კარიბის კრიზისის შემდეგ მიღწეული მოლაპარაკებისას შეთანხმება ეხებოდა სსრკ-ს მხრიდან კუბიდან რაკეტების და ატომური იარაღის გატანას, და აშუშუ-ს მხირდან თურქეთისა და იტალიის დაცლას იგივე იარაღისგან.
1. Сумеет ли Вашингтон вывезти ядерное оружие из Турции?
ბმული />
2. У США в Турции 50 атомных бомб. Насколько это опасно?
ბმული />
3. Атомные бомбы США застряли в Турции
ბმული