ცნობილმა მსახიობმა რაიან რეინოლდსმა მესამე შვილის სქესი გაამხილა. მსახიობმა Twitter-ის საკუთარ გვერდზე მეუღლესთან და შვილთან ერთად გადაღებული ფოტო გაასაჯაროვა.
რეინოლდსის პოსტი პოლიტიკურ ხასიათს ატარებდა და კანადის არჩევნებს ეხებოდა. მსახიობის თქმით, სურს ქალშვილები იმავე სათამაშო მოედანზე გაიზარდონ, ბუნებაში, სადაც თავად იზრდებოდა. გულშემატკივრების აზრით, ამ პოსტიმ რაინმა მესამე შვილის სქესი გაამხილა და ის გოგოა.
ბლეიკის ორსულობის შესახებ საზოგადოებამ მოულოდნელად გაიგო, როცა ახალი ფილმის პრემიერაზე ქმართან ერთად წამოზრდილი მუცლით გამოჩნდა.
31 წლის ბლეიკსა და 42 წლის რაიანს უკვე ჰყავთ 2 საერთო ქალიშვილი - 2 წლის ინესი და 4 წლის ჯეიმსი.