ამერიკელმა მსახიობმა ჯენიფერ ენისტონმა ინტაგრამზე დარეგისტრირებიდან სულ რაღაც რამდენიმე საათში 1 მილიონი გამომწერი დააგროვა, 12 საათში კი მის პროფილს 5 მილიონი გამომწერი ჰყავდა. უცხოური გამოცემების ცნობით, ამ შედეგით ვარსკვლავმა რეკორდი მოხსნა.
გინესის მსოფლიო რეკორდების მიხედვით, ამ რეკორდს პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის ინსტაგრამის გვერდი ფლობდა, რომელიც 5 საათსა და 45 წუთში გამოიწერა მილიონმა ადამიანმა. ენისტონმა ამ რაოდენობის გამომწერი 5 საათსა და 16 წუთში მოიპოვა.
ამ ფაქტს მსახიობმა კიდევ ერთი პოსტი მიუძღვნა და მომხმარებლებს გულთბილი დახვედრისთვის მადლობა გადაუხადა.