ზიდანი პოგბას დუბაიში შეხვდა

ზიდანი პოგბას დუბაიში შეხვდა

მადრიდის „რეალის“ მთავარი მწვრთნელი, ზინედინ ზიდანი, „მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველ პოლ პოგბას დუბაიში შეხვდა - წერს Mirror.

წყაროს ცნობით, ფრანგი სპეციალისტი ხელოვნური ინტელექტის კონფერენციას დაესწრო, პოგბა კი დუბაიში ტრავმას იშუშებს.

გამოცემამ გამოაქვეყნა ფოტო, სადაც ზიდანი პოგბას ესაუბრება, ამან პოგბას „სამეფო კლუბში“ სავარაუდო გადასვლის ჭორბი გააძლიერა. ესპანური მედია ადრეც წერდა ზიდანის პოგბასადმი ინტერესის შესახებ.