ზალკალიანი:  ლავროვთან შეხვედრაზე ივანიშვილთან ურთიერთობა არ მქონია, ერთადერთი, გახარიამ იცოდა

ზალკალიანი:  ლავროვთან შეხვედრაზე ივანიშვილთან ურთიერთობა არ მქონია, ერთადერთი, გახარიამ იცოდა

საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი აცხადებს, რომ მისი და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შეხვედრის შესახებ „ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი ინფორმირებული არ იყო.

როგორც დავით ზალკალიანმა აღნიშნა, ერთადერთი ადამიანი, ვინც ამის შესახებ იცოდა, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია იყო.

„მე არ მქონია მასთან ურთიერთობა. ბოლოს მაისში თუ ივნისში ვნახე, მას შემდეგ არანაირი ურთიერთობა არ მქონია ბატონ ბიძინასთან, მითუმეტეს ამ თემაზე. უფრო მეტიც, ის ჩვენი შეხვედრის შესახებ დეტალებს ჩვენი დღევანდელი გამოსვლიდან შეიტყობს. ერთადერთი, ვისთანაც მქონდა ამ საკითხზე კომუნიკაცია, იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრი", - განაცხადა ზალკალიანმა პარლამენტში, „მინისტრის საათის" ფორმატი საუბრისას.