„მუხრან მაჭავარიანის ლექსს ალბათ, ხუმრობით, დაემატებოდა სიტყვები: „გადადიოდა ხელიდან ხელში“

„მუხრან მაჭავარიანის ლექსს ალბათ, ხუმრობით, დაემატებოდა სიტყვები: „გადადიოდა ხელიდან ხელში“

მამუკა მდინარაძე „გახარიას მუქარის წერილზე“ აღმოჩენილ 120 ანაბეჭდზე ცინიკურად შენიშნავს: მუხრან მაჭავარიანის ლექსს ალბათ, ხუმრობით, დაემატებოდა სიტყვები: „გადადიოდა ხელიდან ხელში“.

„რადგან 120 ანაბეჭდია, ლოგიკა ალბათ, იმაში მდგომარეობს, რომ ერთ-ერთი გიორგი გახარიასი აუცილებლად იქნება. ასეთ ლოგიკურ მარაზმამდე მივდივართ და ამ ლოგიკას, დარწმუნებული ვარ, შემთხვევით არ ავითარებენ, არამედ იმის საპასუხოდ, რომ გუშინ გავრცელდა ძალიან კომპეტენტური საერთაშორისო ექსპერტების დასკვნა, რომლის მიხედვითაც პროკურატურას ჰქონდა მყარი საფუძველი, რომ ამ ადამიანებს წარდგენოდათ ბრალი. აქედან გამომდინარე, დღეს ახალ თემას იგონებენ, რომ ავტორიტეტული დასკვნა გადაფარონ რამენაირად“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.