ვიქტორია ბექჰემის შესახებ გასაიდუმლოებული ფაქტი გამჟღავნდა.

ვიქტორია ბექჰემის შესახებ გასაიდუმლოებული ფაქტი გამჟღავნდა.

ვიქტორია და დევიდ ბექჰემები დღეს დაახლოებით 750 მილიონიან ქორწინებაში იმყოფებიან და არაჩვეულებრივი ოჯახის, შვილების გარდა, რამდენიმე სახლითა და შესანიშნავი სანაცნობო წრით იწონებენ თავს. თუმცა რამდენიმე დღეა უცხოური მედია საშუალებები აქტიურად წერენ იმაზე, თუ როგორ განვითარდებოდა მოვლენები ცნობილი დიზაინერის ცხოვრებაში, ბედი იმ მამაკაცისთვის რომ დაეკავშირებინა, რომელზეც დევიდ ბექჰემამდე დაინიშნა.

მიუხედავად იმისა, რომ ვიქტორია საკმაოდ თავშეკავებულია, როცა საქმე მის პირად ცხოვრებას ეხება, განსაკუთრებით კი, წარსულს, მაინც გახდა ცნობილი, რომ მისი პირველი საქმრო - მარკ ვუდი გახლდათ.

ირკვევა, რომ ვიქტორია მომავალ საქმროს 14 წლის ასაკში შეხვდა, როცა მარკი მისი მშობლების კომპანიაში ელექტროობის სპეციალისტად მუშაობდა.

მიუხედავად იმისა, რომ წყვილი არ დაქორწინებულა, Spice Girls-ის პირველად ჩანაწერებში მომღერალი ვიქტორია ადამს ვუდად იხსენიებოდა.

წყვილის ურთიერთობა კი, ექვსწლიანი რომანის შემდეგ, თავად ვიქტორიას გადაწყვეტილებით სწორედ იმ პერიოდში დასრულდა, როდესაც პოპბენდმა პირველი სინგლი გამოუშვა, სულ მალე კი ცხოვრების დიდ სიყვარულს შეხვდა.