ბარსელონაში საპროტესტო აქციები არეულობაში გადაიზარდა

ბარსელონაში საპროტესტო აქციები არეულობაში გადაიზარდა

ბარსელონაში კატალონიის დამოუკიდებლობის მომხრეებსა და პოლიციას შორის შეტაკებები არეულობაში გადაიზარდა. ამის შესახებ BBC წერს.

საპროტესტო აქციები რეგიონში 14 ოქტომბერს დაიწყო, მას შემდეგ რაც ესპანეთის უზენაესმა სასამართლომ კატალონიელ ლიდერებს ამბოხისთვის 9-დან 13 წლამდე პატიმრობა მიუსაჯა, ასევე კატალონიის ყოფილი ლიდერის, კარლეს პუჩდემონის დაკავების საერთაშორისო და ევროპული ორდერები გასცა.

ვითარება მას შემდეგ უფო გამწვავდა, რაც გასულ ღამეს 51 დემონსტრანტი დააკავეს. პოლიციის ცნობით, აქციის მონაწილეებმა ქალაქის ცენტრალური ქუჩები გადაკეტეს და მანქანებს ცეცხლი წაუკიდეს. ამასთან, ისინი „მოლოტოვის კოქტეილებს“ იყებენენ. არიან დაშავებულები, თუმცა მათი რაოდენობა ჯერ უცნობია.

საპროტესტო აქციები იმართება აგრეთვე ჟირონაში, ლეიდაში, ტარაგონასა და ავტონომიური რეგიონის სხვა ქალაქებში.