ევროკავშირის სამიტზე Brexit-ის თემა ისევ აქტუალური საკითხი იქნება

ევროკავშირის სამიტზე Brexit-ის თემა ისევ აქტუალური საკითხი იქნება

Brexit-ის შესახებ სამწლიანი მოლაპარაკებების შემდეგაც ევროკავშირის სამიტზე ეს თემა მთავარი საკითხი იქნება, მით უფრო რომ Brexit-ზე ახალი შეთანხმების წინაპირობები არსებობს. ამის შესახებ BBC წერს.

ევროკავშირის სამიტი დღეს, 17 ოქტომბერს დაიწყება და ორი დღის განმავლობაში გასტანს. როგორც მედიასაშუალება წერს, ორივე მხარე აშკარაა, რომ იმედგაცრუებულია: ბორის ჯონსონს სურს, რომ ბრიტანეთმა ევროკავშირი 31 ოქტომბერს დატოვოს; ბრიუსელში კი დიპლომატები და პოლიტიკოსები ამ თემასთან დაკავშირებით უკვე დაიღალნენ.

ევროკავშირმა Brexit-ზე მოლაპარაკებების ვადა ორჯერ გაახანგრძლივა. თუმცა ექსპერტები და ევროკავშირის მაღალჩინოსნები ფიქრობენ, რომ შეთანხმების იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად 3-თვიანი ვადა კიდევ იქნება საჭირო.

მანამდე BBC პრემიერმინისტრის ადმინისტრაციაში წყაროზე დაყრდნობით წერდა, რომ დიდი ბრიტანეთი ევროკავშირს სავარაუდოდ შეთანხმების გარეშე დატოვებს.

დაუნინგ სტრიტზე ასეთ დასკვნამდე ბორის ჯონსონის და გერმანიის კანცლერ, ანგელა მერკელის სატელეფონო საუბრის შემდეგ მივიდნენ. საუბრის თემა ჯონსონის მიერ გაკეთებული წინადადება გახდა, რომელიც მან ევროკავშირს 2 ოქტომბერს წარუდგინა.

ჯონსონის გეგმის მიხედვით, 2025 წლამდე ჩრდილოეთ ირლანდიაში საქონლის რეგულაციის წესები ისეთივე იქნება, როგორიც ირლანდიაში. შესაბამისად, ირლანდიის შიდა საზღვარზე პროდუქცია არ შემოწმდება, დამატებითი ტარიფები კი მხოლოდ მის შეტანა-გამოტანაზე დაწესდება.

7 ოქტომბერს საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ევროკავშირი ჯონსონის წინადადებაზე გადაწყვეტილებას კვირის ბოლომდე მიიღებს. გასვლის პროცედურის შესახებ დოკუმენტს ხელი 2018 წლის 29 მარტს მოაწერა.

ხელშეკრულებაში საზღვარზე ხისტი ზომების მიღების თავიდან აცილების მიზნით დროებითი ზომებია (ე.წ. „ბექსტოპი“) გათვალისწინებული. ჯონსონს შეთანხმებიდან ამ პუნქტის ამოღება სურს, რისთვისაც ლონდონი და ბრიუსელი მოლაპარაკებებს ყოველდღიურ რეჟიმში მართავენ. დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირი 2019 წლის 31 ოქტომბერს უნდა დატოვოს.