72 წლის ელტონ ჯონი აცხადებს, რომ კოკაინის გასინჯვამ ის პიროვნულად შეცვალა და კომპლექსებისგან გაათავისუფლა. ნარკოტიკების თემაზე ლეგენდარულმა მუსიკოსმა ჰარი სმითის შოუში ისაუბრა.
„მე ვკითხე ბიჭს, რომელიც კოკაინს მოიხმარდა, რას აკეთებდა ეს ნარკოტიკი. მან მიპასუხა, რომ კოკაინი ადამიანს თავისუფლებას აგრძნობინება. ვიფიქრე, რატომ არ უნდა გამესინჯა. გავსინჯე და მომეწონა. მანამდე ძალიან მორიდებული, ჩაკეტილი და სიტყვაძუნწი ვიყავი. კოკაინმა კი გამხსნა და ლაპარაკი დამაწყებინა“, - განაცხადა მუსიკოსმა.
ნარკოტიკებზე დამოკიდებულებას ელტონ ჯონმა თავი 29 წლის წინ დააღწია. მანამდე ის კოკაინის აქტიური მომხმარებელი იყო.