ჯენიფერ ენისტონი ინსტაგრამზე დარეგისტრირდა

ჯენიფერ ენისტონი ინსტაგრამზე დარეგისტრირდა

ჯენიფერ ენისტონი ინსტაგრამზე დარეგისტრირდა და პირველი ფოტოც გამოაქვეყნა. ამიერიდან მსახიობის ფანებს, უკვე შეუძლიათ ინტერნეტში მისი ერთადერთი ოფიციალური პროფილის მიმდევრები გახდნენ.

„და ჩვენ უკვე ინსტაგრამზეც ვმეგობრობთ, გამარჯობა", - წერს მსახიობი ფოტოზე, სადაც მასთან ერთად, სერიალ Friends-ის მონაწილეები და ამავდროულად ენისტონის მეგობრები, ლიზა კუდროუ, კორტნი კოქსი, მეთიუ პერი და დევიდ შვიმერი არიან.

მსახიობის პოსტზე ცნობილი ვარსკვლავების მოწონებები და კომენტარებიც გამოჩნდა.