რეგლამენტის დარღვევისათვის, ბელგიის ფეხბურთის ფედერაციამ „ანდერლეხტს“ ჯარიმა გამოუწერა. მათ უფლება არ ჰქონდათ ვენსან კომპანი მწვრთნელად დაენიშნათ - წერს Mirror.
2019 წლის ზაფხულში კომპანი „მანჩესტერ სიტიდან“ „ანდერლეხტში“ დაბრუნდა მოთამაშე-მწვრთნელის სტატუსით. ის სწორედ „ანდერლეხტში“ იწყებდა საფეხბურთო კარიერას.
მაგრამ მას არ ჰქონდა უეფას პრო-ლიცენზია, რომელიც ბელგიის ჩემპიონატში მომუშავე ყველა მწვრთნელისთვის სავალდებულოა. „ანდერლეხტი“ 5 ათასი ევროთი დააჯარიმეს და საყვედურიც გამოუცხადეს.
კლუბის ხელმძღვანელებმა თავი იმართლეს, ოფიციალურად მთავარი მწვრთნელი საიმონ დევისიაო. მაგრამ სალიცენზიო კომისიამ საპირისპირო დაამტკიცა.