ნბა-ს წინასასეზონო მატჩში ქართველი კალათბურთლის გოგა ბითაძის დებიუტი შედგა. "ინდიანა" შინ "მინესოტასთან" 111:118 დამარცხდა.
გოგას ბრწყინვალე დებიუტი გამოუვიდა და გუნდის რიგებში საუკეთესო გახლდათ. ბითაძემ 24 წუთში 14 ქულა, 4 მოხსნა, 2 პასი და ერთი ბლოკ-შოტი მიითვალა, ცენტრმა 6-დან 4 ორქულიანი და 3-დან ორი ორქულიანი ჩააგდო.
"მინესოტაში" საუკეთესო თაუნსი გახლდათ, რომელსაც 33 ქულა, 10 მოხსნა და 4 პასი ჰქონდა.
"ინდიანა" სამი მოგებით და ერთი მარცხით მეექვსე ადგილზეა. ამით ინდიანაპოლისელებმა წინასასეზონო ტურნირზე ასპარეზობა დაამთავრეს. ნბა-ს რეგულარული სეზონი 24 ოქტომბერს იწყება.