ჩრდილოეთ კორეის და სამხრეთ კორეის ნაკრებებმა 1990 წლის შემდეგ პირველად ითამაშეს ფხენიანში ერთმანეთის წინააღმდეგ ფეხბურთი. ოფიციალური მატჩი 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფარგლებში გაიმართა და ანგარიშით 0:0 დამთავრდა. ამის შესახებ ინფორმაციას Yonhap-ი ავრცელებს.
მატჩამდე რამდენიმე დღით ადრე ცნობილი გახდა, რომ ჩრდილოეთ კორეამ სამხრეთკორეელ გულშემატკივრებს, ჟურნალისტებს და მაღალჩინოსნებს ვიზაზე უარი უთხრა: ქვეყანაში მხოლოდ ფეხბურთელები და მწვრთნელები შეუშვეს. მატჩი მაყურებლის გარეშე გაიმართა, თუმცა მას FIFA-ს პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო დაესწრო.
თამაშის ტრანსლაცია არსად მომხდარა, სტადიონზე არც ინტერნეტი მუშაობდა ნორმალურად - სამხრეთ კორეის ნაკრებმა მისი გამოსვლის შესახებ სმს-ით შეიტყო, რომელიც ნაკრებს ფეხბურთის აზიის კონფედერაციის ოფიციალურმა დელეგატმა გაუგზავნა მათ, მანვე გადაიღო მობილურით რამდენიმე ფოტოც.
ბოლოს ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის ნაკრებები ერთმანეთს 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ტურში დაუპირისპირდნენ. ორივე მატჩი ანგარიშით 0:0 დასრულდა.