"მანზანი" – ფარშირებული ბადრიჯანი ბერძნულად

თუკი გულგრული არ ხართ ბადრიჯნის მიმართ, აუცილებლად მოამზადეთ ამ რეცეპტით და შეინახეთ ზამთრისთვის.

ინგრედიენტები

მარილი - 4 მუჭა

ოხრახუში - 500 გ

ნიორი - 500 გ

სტაფილო - 5 კგ

ბულგარული წიწაკა - 2 კგ

ბადრიჯანი - 15 კგ

ზეთი - 2 ჭიქა

მომზადების წესი:

ბადრიჯანი გარეცხეთ, ერთი მხიდან, შუაში გაუკეთეთ 5 სმ-ის ჩანაჭრელი, მოხარშეთ.

გააცივეთ გამდინარე ცივ წყალში და მოათავსეთ ხის დაფაზე ერთ ფენად. მეორე ხის დაფით ზემოდან დააწექით, რათა ბადრიჯნიდან გამოვიდეს ზედმეტი წვენი.

სანამ ბადრიჯნიდან ზედმეტი წყალი იწურება, მოამზადეთ გულსართი.

სტაფილო გახეხეთ მსხვილად, ქვაბში ჩაასხით 2 ჭიქა ზეთი და მაღალ ცეცხლზე მოშუშეთ გახეხილი სტაფილო. დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში. გადაიტანეთ ჯამში და გააგრილეთ. დაჭერით ბულგარული წიწაკა, დაჭყლიტეთ ან გაატერეთ ნიორი, დაჭერით ოხრახუში – ეს ყველაფერი მოათავსეთ სტაფილოსთან ერთად ჯამში. მოაყარეთ მარილი და კარტად ამოურიეთ. ეს გულსართია, რომლითაც უნდა ამოავსოთ ბადრიჯნები.

კარგად გატენეთ ბადრიჯნები გულსართით, მოათავსეთ მჭიდროდ პლასტმასის დიდ კონტეინერში ან ვედროში, რომელსაც თავი ეხურება, დაადეთ თეფში და ზედ რაიმე სიმძიმე.

გააჩერეთ 3 დღე, შემდეგ კი გაანაწილეთ ქილებში, დააფარეთ კაპრონის თავსახურები. შეინახეთ ცივ ადგილას.