იტალიური ფეხბურთის ლეგენდამ რობერტო ბაჯომ 1994 წელს, მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში, ბრაზილიასთან დაპირისპირების დროს აცილებული პენალტი გაიხსენა.
ბაჯომ თქვა, რომ ბრაზილიასთან ფინალში დაპირისპირება მისი ბავშვობის ოცნება იყო.
„როდესაც დასაძინებლად მივდივარ, შემიმჩნევია, რომ ხშირად ისევ ამ მოვლენაზე ვფიქრობ. ბავშვობიდან ვოცნებობდი, იტალიის ნაკრების შემადგენლობაში, ფინალში ბრაზილიის წინააღმდეგ თამაშზე, თუმცა გვახსოვს, როგორ დამთავრდა ეს ყველაფერი“, - განაცხადა რობერტო ბაჯომ.