UEFA მატჩზე თურქი ფეხბურთელების მიერ სამხედრო მისალმებას შეისწავლის

UEFA მატჩზე თურქი ფეხბურთელების მიერ სამხედრო მისალმებას შეისწავლის

UEFA-ს განცხადებით, ევროპის ფეხბურთის მმართველი ორგანო "ევერტონის" ჩენკ ტოსუნის მიერ ალბანეთისთვის გატანილი გოლის შემდეგ, თურქი ფეხბურთელების სამხედრო მისალმების ჟესტზე გამოძიებას დაიწყებს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

სირიაში თურქი მებრძოლების მიერ ქურთების ლოკაციებზე მიტანილი იერიშების ფონზე, პარასკევს თურქეთის ნაკრებმა სტამბოლში გამართულ მატჩზე ალბანეთის ნაკრები 1-0 დაამარცხა.