ძმები გრიმების „ბრემენელ მუსიკოსებს“ 200 წელი შეუსრულდათ

ძმები გრიმების „ბრემენელ მუსიკოსებს“ 200 წელი შეუსრულდათ

გერმანიაში, ქალაქ ბრემენში „ბრემენელი მუსიკოსების“ 200 წლისთავს აღნიშნავენ, ამის შესახებ Deutsche Welle წერს. 

ისინი ქალაქის ისტორიაში ყველაზე ცნობილი პერსონაჟები არიან. ძმებმა გრიმებმა ამ სახელწოდების ზღაპარი 200 წლის წინ დაწერეს. ეს არის ვირის, ძაღლის და კატის ისტორია, რომლებიც დამეგობრდნენ და ბრემენში ჩავიდნენ. ამ ზღაპრის მრავალი ეკრანიზაცია არსებობს.

ქალაქში „ბრემენელი მუსიკოსების“ იუბილეს ორიგინალურად აღნიშნავენ. მათი გამოსახულება შუქნიშნებზე გამოიყენეს. ბრემენში რამდენიმე უბანში კი გრიმების ზღაპრის გმირების ფიგურები გაანათეს.