საქართველოს ნაკრები გიბრალტარშია - გუნდს ოთხი ფეხბურთელი გამოაკლდა

საქართველოს ნაკრები გიბრალტარშია - გუნდს ოთხი ფეხბურთელი გამოაკლდა

საქართველოს ეროვნული ნაკრები გიბრალტარში დანაკლისით ჩავიდა. როგორც სფფ-ის ვებგვერდი იტყობინება, გუნდთან ერთად ტრავმების გამო თორნიკე ოქრიაშვილი, საბა ლობჟანიძე და ვაკო გვილია არ იმყოფებიან, ხოლო გურამ კაშია ნაკრებს ოჯახური მდგომარეობის გამო დააკლდება.

ვლადიმირ ვაისის განკარგულებაში 19 ფეხბურთელი იქნება, რომლებიც დღეს თამაშის წინ ბოლო ვარჯიშს ჩაატარებენ.

შეგახსენებთ, გიბრალტარი - საქართველოს მატჩი 15 ოქტომბერს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.