მას შემდეგ რაც პეტერ ჩეხმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა გადაწყვიტა, რომ ყინულის ჰოკეის მოთამაშე გახდეს.
გუშინ ჩეხმა ჰოკეიში პირველი ოფიციალური შეხვედრა ჩაატარა და მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა. ჩეხი "გილდფორდ ფინიქსში" ასპარეზობს, რომელიც "სუინდონ უაილდქეთსს" დაუპირისპირდა. მატჩის ძირითადი დრო 2:2 დასრულდა. პენალტების სერიაში ჩეხმა ორი შაიბა აიღო და გუნდს გამარჯვება მოუტანა.
ევროპელი, სანამ ფეხბურთელი გახდებოდა ბავშვობაში ჰოკეის თამაშობდა.