ოლიმპიური თამაშების რვა გზის ჩემპიონი, მძლეოსანი უსეინ ბოლტი ლონდონის ღამის კლუბში მასობრივი ჩხუბის მონაწილე გახდა. ამის შესახებ გამოცემა The Sun-ი წერს.
მისი ცნობით, ჩხუბში 30 ადამიანი მონაწილეობდა, თუმცა სერიოზული დაზიანებები არავის მიუღია.
„ბოლტმა რამდენჯერმე დაარტყა ხელი დაპირისპირებული მხარის წარმომადგენელს, რომელიც მის მეგობარს სცემდა. ეს საშინელი სანახავი იყო, მეგონა, რომ ჩხუბი არასდროს დამთავრდებოდა“, - ამბობს გამოცემასთან საუბარში ჩხუბის ერთ-ერთი თვითმხილველი.
ბოლტმა სპორტული კარიერა 2017 წლის აგვისტოში დაასრულა. მას 100 მეტრზე (9,58 წამი) და 200 მეტრზე (19,19 წამი) სირბილში მსოფლიო რეკორდი ეკუთვნის.