სასამართლომ კატალონიელ ლიდერებს ამბოხისთვის 9-დან 13 წლამდე პატიმრობა მიუსაჯა

სასამართლომ კატალონიელ ლიდერებს ამბოხისთვის 9-დან 13 წლამდე პატიმრობა მიუსაჯა

ესპანეთის უზენაესმა სასამართლომ 9 კატალონიელ სეპარატისტ ლიდერს, 2017 წლის რეფერენდუმის საქმესთან დაკავშირებით, 9-დან 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

კიდევ სამი ბრალდებული დამოურჩილებლობისთვის ცნეს დამნაშავედ, თუმცა არა პატიმრობა, არამედ ჯარიმა დააკისრეს. თორმეტივე პოლიტიკოსი წაყენებულ ბრალდებებს უარყოფს.

ამასთან, ბრალდების მხარე კატალონიის ყოფილი ვიცეპრეზიდენტისთვის 25-წლიან პატიმრობას ითხოვდა, თუმცა, სასამართლომ მას 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

13 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ სასამართლომ 9 კატალონიელ პოლიტიკოსს ამბოხის ბრალდება მოუხსნა, თუმცა,  „არეულობების ორგანიზების“  ბრალდება დაუტოვა.

ესპანეთის ხელისუფლებამ 2017 წლის ნოემბერში კატალონიის ადმინისტრაცია დაითხოვა და რეგიონულ პარლამენტს უფლებამოსილება შეუწყვიტა. ამის მიზეზი კატალონიის დამოუკიდებლობისთვის ჩატარებული რეფერენდუმი გახდა.

სისხლის სამართლის დევნა 25 პირის მიმართ დაიწყო. კატალონიის ლიდერმა, კარლეს პუჩდემონმა და მისმა ოთხმა მომხრემ ბელგიაში გაქცევა მოახერხა. 25 მარტს ის გერმანიაში დააკავეს, მოგვიანებით კი, გაუსვლელობის ხელწერილით გაათავისუფლეს.