ბოლო ათწლეულების განმავლობაში ირანში ქალები საფეხბურთო მატჩს პირველად დაესწრნენ. ამის შესახებ BBC-ი წერს.
1979 წლიდან ქალებს სტადიონზე იმ მატჩების ყურება ეკრძალებოდათ, რომლებშიც კაცები თამაშობდნენ. ირანში საფეხბურთო მატჩებზე დასწრების უფლება ქალებს მას შემდეგ მისცეს, რაც თამაშზე დასწრების მცდელობისთვის დაკავებულმა გულშემატკივარმა საკუთარ თავს ცეცხლი წაუკიდა და დაიღუპა.
მიუხედავად ქალებისთვის აკრძალვის გაუქმებისა, ორგანიზაცია Amnesty International-მა მთავრობის ეს ნაბიჯი "ცინიკურ მოჩვენებით დადგმად" შეაფასა. ორგანიზაციის ინფორმაციით, ქალი გულშემატკივრებისთვის მატჩზე დასასწრებად მხოლოდ სიმბოლური რაოდენობის ბილეთები იყიდებოდა.
მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპის მატჩზე ბილეთი 3,500-ზე მეტმა ქალმა იყიდა. მათ სტადიონზე სპეციალურად მხოლოდ ქალებისთვის გამოყოფილი სივრცე დაეთმოთ. აზადის სტადიონი საერთო ჯამში 78,000 ადამიანისთვისაა განკუთვნილი.