ორი დღის წინ ბრიტანულმა გამოცემამ „The Sun” გაავრცელა ინფორმაცია, რომ უახლოეს მომავცალში, ქალაქ ლივერპულში ჯგუფი „The Beatles”-ის მენეჯერი ბრაიან ეპსტაინის ძეგლი დაიდგმევა.
ამ იდეის ინიციატორები რინგო სტარი, სკულპტორი ტომ მერფი და ჯგუფი „Gerry and the Pacemakers”-ის ლიდერი ჯერი მარსდენი არიან.
ახალი სკულპტურა ეპსტაინის სახლის გვერდით უნდა განთავსდეს.
წინა კვირას ქალაქ ლივერპულის მერიის სპეციალური სხდომა ჩატარდა და ოფიციალურად დადგინდა, რომ ძეგლი მომავალი წლის ზაფხულში აუცილებლად გაიხსნება.
სკულპტურის დამზადება დაახლოებით 60 ათასი ფუნტი სტერლინგი ჯდება. ამჟამად რინგო სტარი და ბრაიან ეპსტაინის მეგობრები ამ თანხის შეგროვებით არიან დაკავებულები.
„ბრაიანს ჩვენი ჯგუფის წარმატებისთვის დიდი წვლილი აქვს გაღებული. ამჟამად სკულპტურის დასამზადებელ თანხებს ვაგროვებთ, მომავალი წლის ზაფხულში კი ეპსტაინის ქანდაკებას საზეიმოდ გავხსნით“. - განაცხადა რინგო სტარმა.