წითელ ზღვაში ირანის ტანკერი აფეთქდა

წითელ ზღვაში ირანის ტანკერი აფეთქდა

აფეთქება მოხდა ირანის ტანკერზე, რომელიც წითელ ზღვაში საუდის არაბეთის პორტ ჯედასთან მდებარეობდა. ირანის საინფორმაციო სააგენტოს ISNA-ს ცნობით, ნავთობი ზღვაში ჩაიღვარა. ტანკერის ეკიპაჟი არ დაშავებულა.

ირანის ტელეარხის ცნობით აფეთქებები 20 წუთის შუალედით მოხდა, ტანკერი ორმა რაკეტამ დააზიანა. აფეთქება შესაძლოა ტერაქტი იყოს, თუმცა ეს ინფორმაცია ჯერ არ დასტურდება.

Associated Press-ი წერს, რომ აფეთქების შესახებ ინფორმაცია მას შემდეგ გაჩნდა, რაც აშშ-მა ირანი ჰორმუზის სრუტეში ტანკერების თავდასხმაში დაადანაშაულა. ოფიციალური თეირანი ამ ფაქტს უარყოფს.

დრონები Saudi Aramco-ს ორ ქარხანას 14 სექტემბერს დაესხა თავს.  საუდის არაბეთმა და აშშ-მა თავდასხმაში ირანი დაადანაშაულეს. თეირანი ბრალდებას უარყოფს.