რუსეთში აშშ-ის ახალი ელჩი სავარაუდოდ ჯონ სალივანი იქნება

რუსეთში აშშ-ის ახალი ელჩი სავარაუდოდ ჯონ სალივანი იქნება

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რუსეთში აშშ-ის ახალი ელჩის თანამდებობაზე სავარაუდოდ ჯონ სალივანის კანდიდატურას წარადგენს. ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტში საკუთარ წყაროზე დაყრდნობით გამოცემა Wall Street Journal-ი იტყობინება.

გავრცელებული ინფორმაციით, მოსკოვი ახალი ელჩის კანდიდატურას უკვე დათანხმდა. მანამდე სალივანი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის პოსტს იკავებდა.

რუსეთში აშშ-ს ელჩის პოსტზე ის ჯონ ჰანტსმანს ჩაანაცვლებს.