დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი აზერბაიჯანის ხელისუფლებასთან სავაჭრო საკითხი არ არის. სწორედ ამაზე საუბრობს საქართველოს კათალიკოს პატრიარქი საგანგებო განცხადებაში. აუცილებელია არსებული ხელშეკრულებების შესრულება, რომელაც აზერბაიჯანული მხარე მიზანმიმართულად არღვევს, განსაკუთრებით საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ვიზიტის შემდეგ. ვითარება რთულია, აზერბაიჯანელი მესაზღვრეები ქართულ სამღვდელოებას და მომლოცველებს ტაძართან მისვლის საშუალებას არ აძლევენ.
5 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ დავით გარეჯის ტერიტორიაზე აზერბაიჯანის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურმა ახალი სასაზღრო პოსტი გახსნა. აზერბაიჯანული მხარის ინფორმაციით, ისტორიული და კულტურული ნაკრძალის – „კეშიქჩიდაღის“ ტერიტორიაზე აღნიშნული პუნქტის განთავსების მიზანი საზღვრის დაცვასთან ერთად, აზერბაიჯანელი ხალხის ისტორიულ–კულტურული მემკვიდრეობის დაცვაც იქნება.
შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანული მხარე დავით–გარეჯის ტერიტორიას „კეშიქჩიდაღს“ უწოდებს. ამის შემდეგ კი, აზერბაიჯანს ერთდღიან ვიზიტით ეწვია საქართველოს პრემიერ–მინისტრი. გიორგი გახარიას და ილჰამ ალიევის პირისპირ შეხვედრა იმ შედეგით დასრულდა, რომ ქართული სამღვდელოებისთვის დავით გარეჯის კომპლექსის ფარგლებში არსებული ეკლესიები დღეიდან გაიხსნება. გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტთან გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო დავით გარეჯის საკითხს.
„ჩვენ გვერდს ვერ ავუვლიდით ისეთ მნიშვნელოვან საკითხს, როგორიცაა დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი. ყველას მოგვეხსენება, რომ სამწუხაროდ, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არის გარკვეული საზღვრის მონაკვეთები, რომლებიც არ არის დადგენილი. ეს ჩვენი პოსტსაბჭოთა მემკვიდრეობაა და 25 წელია, ეს პრობლემა ვერ მოგვარდა. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ბრძანა, რომ ჩვენ გვაქვს ისტორია და გეოგრაფია, რომელიც გვაკავშირებს და, რა თქმა უნდა, სრულად შემიძლია, ამას დავეთანხმო, რამეთუ მეგობრებსა და პარტნიორებს გეოგრაფია და ისტორია კი არ ყოფს, არამედ აკავშირებს.
სწორედ ამ საფუძველსა და ამ ფუნდამენტზე გვქონდა აბსოლუტურად ღია საუბარი მიმდინარე პრობლემებზე და როგორც შედეგი, შემიძლია გითხრათ, რომ ხვალიდან ქართული სამღვდელოებისთვის კომპლექსის ფარგლებში არსებული ეკლესიები გაიხსნება და შესაბამისად, ნაბიჯ–ნაბიჯ ამ მიმართულებითაც უნდა გვქონდეს სერიოზული პროგრესი“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
პრემიერ–მინისტრის ვიზიტამდე ჩიჩხიტურის და უდაბნოს მონასტრებთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ–მინისტრს, საგარეო საქმეთა და შინაგან საქმეთა მინისტრებს, რელიგიურ საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარეს საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქმა, ილია მეორემ მიმართა. პატრიარქმა ამავე საკითხზე კავკასიის მუსლიმთა სასულიერო სამმართველოს თავმჯდომარეს, შეიხ–ულ–ისლამ ალაჰ შუქურ ფაშა–ზადესაც მიმართა.
„იურიდიულად და კარტოგრაფიულად ყველაფერი ნათელია: საქართველოს ხელისუფლებას აზერბაიჯანის მხარესთან 1938 წლის 5–7 მარტს და 1996 წლის 13 ივნისს ორმხრივად მიღწეული აქვს შეთანხმება, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფო საზღვარი უნდა გაივლოს 1936–1938 წლებში შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის მიერ (შსსკ) გამოცემული 1:200 000 მასშტაბის რუკის მიხედვით.
ორმხრივად აღიარებული ამ რუკით, „უდაბნოს“ და „ჩიჩხიტურის“ მონასტრები საქართველოს ტერიტორიაზეა დაფიქსირებული (განსხვავებით „ბერთუბნისა“, რომელიც ასევე, გარეჯის განუყოფელი ნაწილია და აზერბაიჯანის მხარეს არის მოქცეული). ამიტომაც იყო, 1991 წლის 21 აპრილის საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის N315 დადგენილებით, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე გამოთავისუფლებული პოლიგონის ფართობი (იქ, სადაც მონასტრები მდებარეობს) სხვა მიწასთან ერთად, საკუთრებაში გადმოეცა საქართველოს საპატრიარქოს.
ეს საკუთრება სამართლებრივად კიდევ უფრო განმტკიცდა 2002 წლის 14 ოქტომბერს საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს ეკლესიას შორის დადებული კონსტიტუციური შეთანხმებით, სადაც ვკითხულობთ: ყველა ტაძარი, მონასტერი და მიწა, რომელზეც ისინია განლაგებული, აღიარებულია ეკლესიის საკუთრებად.
ამიტომაც, ჩვენთვის სრულიად გაუგებარია აზერბაიჯანული მხარის ის ქმედებები, რომლითაც „უდაბნოს“ და „ჩიჩხიტურის“ მონასტრები 2019 წლიდან ფაქტობრივად ჩამოგვართვეს და აქ სრულიად შეზღუდეს მომლოცველებისა და ტურისტების, ასევე სასულიერო პირების ასვლა. გამოდის, რომ ამდენი ხნის რეალობა წელს ყოველგვარი ლოგიკის გარეშე შეიცვალა, რასაც ჩვენ ვერ შევეგუებით“, – ნათქვამია უწმინდესის მიმართვაში.
გახარია–ალიევის მოლაპარაკების დეტალებზე არ საუბრობს დავით ზალკალიანი, თუმცა ამბობს: „ის, რომ დღეიდან სამღვდელოებისთვის დავით გარეჯის კომპლექსის ფარგლებში არსებული ეკლესიები გაიხსნება, სწორედ გიორგი გახარიას და ილჰამ ალიევის შეხვედრის შედეგია“.
„გრძელდება მუშაობა სადელიმიტაციო კომისიის ფარგლებში. კარგადაა ცნობილი, რომ ამ პერიოდის განმავლობაში ჩატარდა ექსპერტების შეხვედრა, იყვნენ ადგილზეც, შეისწავლეს გარემოება, მოხდა რუკების დადარებაც. კომისიის პირველი სამუშაო შეხვედრა შედგა ბაქოში და არის მზაობა, რომ შემდეგ უკვე ჩვენი აზერბაიჯანელი კოლეგები საქართველოში გვეწვიონ და სწორედ აქ გაგრძელდება შემდგომი დისკუსია დელიმიტაციის ფარგლებში.
ჩვენ ასევე შევთანხმდით, რომ ნაბიჯ–ნაბიჯ წავიწევთ წინ. გამომდინარე იქიდან, რომ პრობლემა არის ძალიან მგრძნობიარე, საბჭოთა პერიოდიდან გვერგო უმძიმესი მემკვიდრეობა, რომლის გადაწყვეტაც ასე სწრაფად ვერ მოხდება, ამიტომ მთავარია, რომ ის არსებული დაბრკოლებები, რომელიც ბოლო პერიოდიში წარმოიქმნა, დაუყოვნებლივ მოვხსნათ“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სალომე სამადაშვილი პასუხისმგებლობას საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს აკისრებს.
„სახელმწიფო ინტერესებს რაც შეეხება დავით გარეჯის საკითხთან დაკავშირებით, მთავარი ზიანი ამ საქმეს მიაყენა „ქართული ოცნების“ პრეზიდენტმა, ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა. ასე რომ, თუ ვინმესთან აქვს პრეტენზიები აღმასრულებელ ხელისუფლებას, შეუძლია საკუთარ პოლიტიკურ რიგებში მოიკითხოს, ვინ არის პასუხისმგებელი.
გარდა ამისა, მრავალი წლის მანძილზე ეს პრობლემა უგულებელყოფილია სწორედ დღევანდელი ხელისუფლების მიერ და ამის შედეგებიც მოვიმკეთ ჩვენ ბოლო პერიოდში. მივესალმები, რომ ეს საკითხი გადაიჭრას რაც შეიძლება კონსტრუქციულად, მაგრამ პოლიტიკური პასუხისმგებლობა პრობლემის შექმნაში ეკისრება „ქართულ ოცნებას“ და სალომე ზურაბიშვილს, რომელიც ხელდასმულია პრეზიდენტად ბიძინა ივანიშვილის მიერ“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
„ევროპული საქართველოს“ წევრი გიგა ბოკერია თვლის, რომ გახარიასგან ან ივანიშვილის სხვა მარიონეტისგან ამის დიდ სამამულო საქმედ გასაღება, ცინიზმია. ბოკერიას თქმით, ვითარება, რომელიც შეიქმნა გარეჯის ტერიტორიაზე, საბჭოთა ოკუპაციის შედეგია და აღნიშნული არც საქართველოს და არც აზერბაიჯანის ბრალი არ არის.
„გაუგებრობა და შეუთანხმებლობა, რომელიც არსებობს მონაკვეთთან დაკავშირებით, საბჭოთა ოკუპაციის მემკვიდრეობაა, ეს არც საქართველოს და არც აზერბაიჯანის ბრალი არ არის. „ქართული ოცნებისა“ და ივანიშვილის გუნდის კრედოდ იქცა, რაღაცას თვითონ გააფუჭებენ, მერე რაღაც ნაბიჯი სტატუს–კვოსკენ გადაიდგმება და ზარზეიმით მოწოდება უნდათ.
ნორმალური ვითარებაა, რომ სტატუს–კვო, რომელიც იყო იქამდე უნდა აღდგეს, რომ ტურისტს, მომლოცველს, სასულიერო პირს აღნიშნულ მონაკვეთზე თავისუფლად გადაადგილების საშუალება ჰქონდეს, ვიდრე შეთანხმება შედგება. გახარიასგან ან ივანიშვილის სხვა მარიონეტისგან ამის დიდ სამამულო საქმედ გასაღება არის ცინიზმი. პრობლემა როგორ შეიქმნა გვახსოვს ყველას, ისიც გვახსოვს, რომ პრობლემის დამძიმებას და საქართველოს ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ შუღლის გაღრმავებას ეწეოდნენ ხელისუფლებასთან დაახლოებული ჯგუფები“, –განაცხადა გიგა ბოკერიამ.
?
ხედავთ აქ რაიმე ლოგიკის ნასახს? -- თუ ეს "გაუგებრობა და შეუთანხმებლობა საბჭოთა ოკუპაციის მემკვიდრეობაა და ეს არც საქართველოს და არც აზერბაიჯანის ბრალი არ არის", „ქართულ ოცნებას“ და ივანიშვილის გუნდს რას ერჩის ეს კაცი, ხომ არ იცით?!
"ყველაზე ჭკვიანი ნაცის" იარლიყის მატარებელი ბოკერია რომ ასე აზროვნებს, სხვებს რა უნდა მოჰკითხო?!
ეს, ჩვენი ასო-ები რომ ადამიანის უფლებებზე ვითომ თავს იხრჩობენ... აგერ ბატონო, ირაკლი ბათიაშვილის სამეზე დაიდო სტრასბურგის გადაწყვეტილება. ამბობს რომელიმე არასამთავრობო რამეს?
მედიის დედამ, ინგა გრიგოლიამ რაიო? არარელევანტურიაო და გაატარა თუ...
ითქვა რამე და მე გამომრჩა?!
ის არ გამომრჩენია, მიშამ რომ საყელოში ხელი წაივლო და ბოკერიამ რომ მართლმადიდებელი ვარო განაცხადა...
პროკურორად ივარგა ჩვენმა დირექტორმა, ამას ნუ დავუკარგავთ. ...დაანარჩენის რა მოგახსენოთ....
არადა, მოველოდი , რომ მამალი ნაცები, მაღალი ტრიბუნიდან, საჯაროდ, ტელეკამერების და მიკროფონების გასაგონად, ცოცხალ-მკვდარს კიდევ ერთხელ მოუკითხავდნენ "ბიძინას და პუტინის მიერ მოსყიდულ ტრასბურგს" :)
თითქოს, მაგათ გარდა, ინგლისური არავინ იცოდეს საქართველოში.