რობერტ პლანტის ახალი პროექტი

რობერტ პლანტის ახალი პროექტი

რამდენიმე დღის წინ ბრიტანულმა მუსიკალურმა გამოცემამ „New Musical Express” საინტერესო ინფორმაცია გამოაქვეყნა.

ჯგუფი „Led Zeppelin”- ის ყოფილი ვოკალისტი რობერტ პლანტი ახალ პროექტში იღებს მონაწილეობას.

მუსიკოსი ჯგუფი „Primal Scream”-ის ახალი ალბომის ჩაწერაში აქტიურად მონაწილეობს.

საინტერესოა, რომ პლანტი „Primal Scream”-ის ლიდერ ბობი გილესპისთან ადრეც თანამშრომლობდა.

შორეულ 2002 წელს, გილესპის იმდროინდელმა ჯგუფმა „Evil Heat”  მორიგი ალბომი გამოუშვა და  რამდენიმე კომპოზიციაში რობერტ პლანტის ვოკალი ვიხილეთ.