პრინცმა ჰარიმ და მისმა მეუღლემ მეგან მარკლმა შესაძლოა დიდი ბრიტანეთი დატოვონ. ინფორმაციას უცხოური ტაბლოიდები ავრცელებენ. სანდო წყაროს ცნობით, წყვილს ეშინია, რომ მათ ირგვლივ განვითარებული ამბები საბოლოოდ ურთიერთობაზე იქონიებს გავლენას.
პრინც ჰარის სურს, დაიცვას თავისი მეუღლე, რომლის თქმით დედა ზუსტად ამგვარი ქმდებების შედეგად დაკარგა. წყაროდან ცნობილი ხდება, რომ წყვილი საცხოვრებლად კანადაში გადასვლას ფიქრობს, რადგან ასე უფრო მარტივად შეძლებენ აბეზარი პაპარაცებისგან თავის დაცვას.
ინფორმაცია ჯერჯერობით ოფიციალურად არ არის დადასტურებული.
ამ მოვლენამდე რამდენიმე დღით ადრე ცნობილი გახდა, რომ პრინცი და ჰერცოგინია ბრიტანული ტაბლოიდის წინააღმდეგ ჩივილის აპირებენ.