ყოფილმა ფეხბურთელმა პეტრ ჩეხმა ჰოკეის ბრიტანული ლიგის მეორე დივიზიონის კლუბ „გილფორდ ფენიქსთან“ კონტრაქტი გააფორმა. შესაბამისი შეტყობინება გუნდის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
მასში ნათქვამია, რომ 37 წლის ჩეხი „გილფორდში“ სეზონის ბოლომდე, მეკარის პოზიციაზე ითამაშებს. პირველ მატჩს ჩეხეთის ეროვნული ნაკრების ყოფილი წევრი 13 ოქტომბერს ჩაატარებს. „ფეხბურთში 20 წლის შემდეგ ჩემთვის არაჩვეულებრივი გამოცდილება იქნება იმ გუნდში თამაში, რომლის მატჩების ყურებაც ბავშვობაში მიყვარდა“, - განაცხადა ჩეხმა.
პეტრ ჩეხი ბოლო ათწლეულების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მეკარეა. კარიერის უმეტესი ნაწილი ინგლისურ „ჩელსისა“ და „არსენალში“ გაატარა. თავის ტრავმის გამო მრავალი წლის მანძილზე მინდორზე სპეციალური მუზარადით გამოდიოდა.
ჩეხმა კარიერა 2019 წელს დაასრულა, რის შემდეგაც „ჩელსიში“ ტექნიკური მრჩევლის პოზიციაზე დაიწყო მუშაობა.