„ბარსელონას“ არგენტინელმა თავდამსხმელმა, ლიონელ მესიმ Twitter-ზე კარიერაში საუკეთესო გოლი დაასახელა.
ფეხბურთელის თქმით, მან საუკეთესო გოლი 2009 წელს ჩემპიონთა ლიგის ფინალში გაიტანა. გადამწყვეტ მატჩში კატალონიელებმა „მანჩესტერ იუნაიტედი“ ანგარიშით 2:0 დაამარცხეს.
საუკეთესო მწვრთნელად კი მესიმ ხოსეპ გუარდიოლა დაასახელა. 32 წლის ფეხბურთელს „ბარსელონას“ გარდა არც ერთ კლუბში არ უთამაშია. ის წელიწადში 43 მილიონ ევროს იღებს.