„ჩემთვის ორმაგად მძიმეა პატიმართა შეწყალებებთან დაკავშირებით პრეზიდენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება”

„ჩემთვის ორმაგად მძიმეა პატიმართა შეწყალებებთან დაკავშირებით პრეზიდენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება”

ჩემთვის ორმაგად მძიმეა პატიმართა შეწყალებებთან დაკავშირებით პრეზიდენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, ჩემი ოჯახის ტრაგედიიდან გამომდინარე,-ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ტელეკომპანია “პირველის” გადაცემა “რეაქციაში” სტუმრობისას განაცხადა.

მისი თქმით პატიმართა შეწყალება პრეზიდენტის დისკრეციული უფლებამოსილებაა, მაგრამ გადაწყვეტილება სამართლიანი და საზოგადოებისთვის მისაღები უნდა იყოს.

“ძალიან მძიმეა ის გადაწყვეტილებები, რომელიც პატიმართა შეწყალებასთან დაკავშირებით იქნა მიღებული. ჩემთვის კი ორმაგად მძიმე- ყველამ იცის ჩემი ოჯახის ტრაგედია და შესაბამისად, როდესაც ამის შესახებ გახდა ცნობილი, ჩემთვის იყო ძალიან მძიმედ მოსასმენი.

შეწყალება, რასაკვირველია, პრეზიდენტის დისკრეციაა, მაგრამ ეს უნდა იყოს ისეთი აქტი, რომელიც საზოგადოებისთვისაც მისაღები იქნება და კეთილ საქმეს მოემსახურება. ეს არის ისეთი ინსტრუმენტი, რომლის გამოყენებითაც შეგიძლია ადამიანს მისცე შანსი და გააბედნიერო. თუმცა, არ უნდა შეეხოს მძიმე დანაშაულებებს. თანაც ეს არ იყო ერთი ან ორი შემთხვევა,”-განაცხადა კახა კალაძემ.