ჟოზე მოურინიუ, შესაძლოა, „ტოტენჰემის“ მთავარი მწვრთნელი გახდეს. ის მზადაა ამ პოსტზე მაურისიო პოჩეტინო შეცვალოს - წერს Daily Mail.
წყაროს ცნობით, პორტუგალიელი სპეციალისტი ყურადღებით აკვირდება ჩრდილოლონდონურ კლუბში არსებულ ვითარებას. არ არის გამორიცხული, მალე სამწვრთნელო კარიერა განაახლოს და არგენტინელის ადგილი დაიკავოს.
8 ტურის შემდეგ, „დეზები“ პრემიერლიგის ცხრილში 11 ქულით მე-9 ადგილზე არიან. პოჩეტინოს კონტრაქტი კი კლუბთან 2023 წლის ზაფხულამდეა გათვლილი.
მოურინიუს ბოლო სამუშაო ადგილი „მანჩესტერ იუნაიტედი“ იყო, საიდანაც ის ცუდი შედეგების გამო, 2018 წლის დეკემბერში დაითხოვეს.